თურქეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მიტინგი
თურქეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა სტამბოლში მასშტაბური აქცია გამართა. 74 წლის ქემალ კილინჩ დაროღლუმ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, ოპოზიციის კანდიდატისა და მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგებს შორის სხვაობა უმნიშვნელოა, რაც მეორე ტურის ჩატარების შესაძლებლობას ზრდის.
