ნოვგოროდში რუსი პროპაგანდისტი ააფეთქეს
ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, კრემლის იდეოლოგის, ზახარ პრი ლეპინის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პრი ლეპინის ავტომობილი 6 მაისის დილას ნიჟნი ნოვ გოროდში ააფეთქეს, რის შედეგადაც მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მისი მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმის ბრალდებით რუსულმა სპეცსამსახურებმა ალექსანდრ პერმიაკოვი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ დაკავებულმა უკრაინულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აღიარა.
