არასრულწლოვნების მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საქმე და სახალხო დამცველის განცხადება
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალაზე, სადაც სავარაუდოდ სექსულური შევიწროვებაა ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, ვანის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, არა სრულწლოვნების მიმართ განხორციელებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არა სრულწლოვნები. ჩატარდა ასევე არაერთი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დამატებით გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები, სკოლის პედაგოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდა გამოძიება ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში, აღნიშნულ საქმეს შეისწავლის. ლევან იოსელიანი საგამოძიებო ორგანოებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
