შალვა პაპუაშვილის ვიზიტი მალტასა და იტალიაში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით მალტისა და იტალიის რესპუბლიკებს ეწვევა. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს მალტის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და მალტის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართავს. შეხვედრა გაიმართება მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან. პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს და სენატის ვიცე პრეზიდენტს შეხვდებიან. შეხვედრები გაიმართება იტალია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
