ე.წ ქოლ-ცენტრები - როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილის „ქოლ ცენტრებიდან“ არახამია-ვაშაძემდე
ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვაშაძის კომპანიამ ფართი, 4 000 ლარად, „შპს ლაიონს შვიდი გრუპს" მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 2023 წლის 13 აპრილს ერთი წლის ვადით გააფორმეს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოიჯარე კომპანიის 100%-იან წილს დავით არახამიას ძმა, მიხეილ არახამია ფლობს. ასე გაჩნდა, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, ვაშაძე და არახამიას გვარები. საქმეს ახლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, ოპოზიცია კი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ისევ ითხოვს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქოლ-ცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ის ადამიანები ითხოვენ, ვისთანაც კვალი პირდაპირ მიდის. ცდილობენ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას და ხელისუფლებაზე გადაბრალების მცდელობას.
