ევროპის დღე 2023
ევროპა, რომელიც მხოლოდ გეოგრაფიული მოცემულობა არ არის, დღეს საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებზე სიმბოლურ დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღეები არის იმის დასტური, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული და ღირებულებითი ადგილი, სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ახლა დროა ეს ყველაფერი პოლიტიკური ერთსულოვნებითაც გამყარდეს, რომლისთვისაც ერთი მხრივ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დასტური, მეორე მხრივ კი საქართვველოს მიერ ნაკისრი 12 რეკომენდაციის შესრულებაა საჭირო. სწორედ ეს განცხადებები ისმოდა დღეს საზეიმო ღონისძიებაზე, განცხადებები, რომელებიც საქართველოსადმი პატივისცემის დასტურად ევროპელი დიპლომატის მხრიდანაც კი ქართულად გახმიანდა
