თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამჯერად თბილისის 36-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს - ამის შესახებ აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
