ტექსელის კუნძულზე ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს, ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა. მემორიალური დაფის დიზაინის ავტორია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოქანდაკე-რესტავრატორი, დავით (დევი) ხმალაძე, ხოლო ინიციატივა ეკუთვნის ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელს, თინათინ სვანიძე-ვენკოს. მემორიალური დაფის გახსნა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა
