„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის საქმე
საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რითიც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მესამე და მეოთხე სართული დაზიანდა
