ლონდონში დღეს ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება
ლონდონში დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება. გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი კორონაციაა სამეფოში ბოლო 70 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი-კონსორტი კამილა უესტმინსტერის სააბატოში, სადაც ცერემონია გაიმართება, ეტლით მივლენ. გვირგვინს კამილასაც დაადგამენ, რის შემდეგაც მას ოფიციალურად „დედოფალ კამილად“ მოიხსენიებენ
