აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს წყვეტენ
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა 24-საათიანი საპროტესტო აქციები შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მათ ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრის შემდეგ მიიღეს. იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ ერთერთმა მშობელმა, სალომე გაბელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კონკრეტული პასუხი მოისმინეს მედიკამენტ „ვოსო რიტიდთან“ დაკავშირებულ პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც, გაიდლაინი მაისის ბოლოსთვის იქნება მზად
