პრიგოჟინი ტყვია-წამალს ითხოვს
ვაგნერის ჯგუფი 10 მაისს ბახმუტს დატოვებს. ვიდეომიმართვა დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფის ხელმძღვანელმა გაავრცელა. ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრისს და პრეზიდენტის მიმართ ბრაზს ვერ ფარავს და ამბობს, რომ მოსკოვმა მათთვის საბრძოლო მასალების მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა. ვაგნერის ხელმძღვანელი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ომის საწყის პერიოდში რუსული არმია მარცხდებოდა, ჯარისკაცები კი ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გარბოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
