დამალული ავტოსაგზაო შემთხვევა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 83 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ნასაკირალში მოხდა. საბედნიეროდ დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენი ინფორმაციით კი ავტომობილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბესიკ ქათამაძეს ეკუთვნის. საჭესთან მისი ძმა, ბადრი ქათამაძე იჯდა, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს. ბესიკ ქათამაძე ფაქტს უარყოფს, თუმცა თანასოფლელები საპირისპიროს ამბობენ. “ქრონიკის” კამერას ემალება პოლიტიკოსის ძმა.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
