ფლობენ თუ არა ე.წ. ქოლ-ცენტრებს გიორგი ვაშაძე და დავით არახამია
გიორგი ვაშაძე და დავით არახამია - ფლობენ თუ არა ე.წ. ქოლ-ცენტრებს - ამას გამოძიება დაადგენს. თბილისის ცენტრში კიდევ ორი საეჭვო ოფისი დაილუქა. შენობაში, რომელიც სამართალდამცველებმა გვიან ღამით შეამოწმეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის ძმა სასტუმროს ფლობს. ვაშაძეები თაღლითურ დანაშაულთან კავშირს გამორიცხავენ. გასულ თვეს დაილუქა ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრის ნაწილიც. მედია ამ შემთხვევაშიც ე.წ. ქოლ-ცენტრების შესახებ წერდა და ფიგურანტებად კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელ, თაღლითობისთვის მსჯავრდებულ გივი ჯიბლაძეს, „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორ ელისო კილაძეს და სააკაშვილის ადვოკატ ვალერი გელბახიანს განიხილავდა. ეს სამეულიც ირწმუნება, რომ ტურისტულ სექტორში საქმიანობს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
