საქართველო ADB-ის 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა
საქართველო როგორც 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 57-ე შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში ოფიციალურად წარსდგა. სპეციალურად ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე მისულ მაღალი რანგის 300-ზე მეტ სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
