სპარტაპ იდეების კონკურსი
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპ იდეების კონურსი „იდეადრომი” მეექვსედ ტარდება. კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდები ორგანიზაციულ მართვასა და კონფლიქტების მოგვარებაში გადამზადდნენ. შერჩეული 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან თემებს სწავლობს. ინტენსიური გადამზადების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენს.
