რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი მცირე საწარმო დაათვალიერა. ასპინძის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა ფერმერმა გიორგი ჯვარიძემ, მცირე საწარმოს მოსაწყობად, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამით ისარგებლა;,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
