ბუდაპეშტში კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის გზავნილები შეაფასეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა
ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილები შეაფასეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, ღარიბაშვილის გამოსვლა იყო ეროვნული, რომელიც შეეხო ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ეროვნულ ინტერესებს.
