საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს; განიხილეს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობა.
