კრემლის ბრალდება უკრაინასა და ვაშინგტონს
კრემლზე დრონებით თავდასხმასა და ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში, მოსკოვი ამჯერად ვაშინგტონსაც ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანი ირწმუნება, რომ თავდასხმის თაობაზე გადაწყვეტილება სწორედ შეერთებულმა შტატებმა მიიღო, უკრაინამ კი, დავალება შეასრულა. ოფიციალური კიევიც და ვაშინგტონიც ბრალდებებს უარყოფენ. გამოქვეყნდა ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკური ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ 3 მაისის ღამეს კრემლზე დრონებით იერიში, დიდი ალბათობით, თავად რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილია
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
