საგამოძიებო კომისია და ოპოზიციის მიზანი
მმართველი გუნდის უარი ე.წ. ქოლცენტრების საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ოპოზიციისთვის რამდენიმე ვარაუდის საფუძველია. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ გადაწყვეტილებით, დავით კეზერაშვილს გადაეფაროს, ისინი არ გამორიცხავენ, რომ „ქოლცენტრების“ სკანდალის უკან, ხელისუფლების ინტერესიც არსებობდეს. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ამ კომისიით ოპოზიციას კეზერაშვილის ინტერესების დაცვა უნდა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კომისიის არსებობის შემთხვევაში, კეზერაშვილს ექნება წვდომა საქმის მასალებზე და ინფორმაცია მოწმეებთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი ინტერესდება, რატომ არის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი კონკრეტულად, გახარიას პარტია
