საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაიბარა
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტი გრძელდება. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილი სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა. დღესვე, კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ასევე დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ერთი წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს უხელმძღვანელებს
