ნოტარიუსთა პროფესიული დღე
ღონისძიებაზე აღინიშნა ნოტარიუსის უმნიშვნელოვანესი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში და მისი წვლილი ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში - სიგელები და საჩუქრები გადაეცა იმ ნოტარიუსებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი შეუსრულდათ. მადლობის სიგელები მიიღეს ნოტარიუსებმა: დავით ბედიანაშვილმა, ქეთევან მამუკაშვილმა, მაია წიკლაურმა, ნინო სუხაშვილმა, ლიანა გოგიაშვილმა, ქეთევან ოდილავაძემ და თეიმურაზ გეგეშიძემ
