კრემლის ბრალდება უკრაინას - გამოხმაურებები
უკრაინა მორიგი პროვოკაციის მოლოდინშია - რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმების საფრთხე მას შემდეგ გაიზარდა, რაც მოსკოვმა კიევი კრემლზე თავდასხმაში დაადანაშაულა. რუსული მხარის მტკიცებით, კრემლზე დრონებით იერიში უკრაინულმა მხარემ განახორციელა, რასაც კიევი ოფიციალურად უარყოფს - ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კი პირდაპირ აცხადებს, რომ კრემლზე თავდასხმა მოსკოვის მიერ იყო ინსცენირებული
