დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით
განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში 42 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 5 დღის წინ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, 37 წლის ნათესავ ქალს, ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა
