მოსკოვი კიევს ამჯერად ტერორისტულ აქტში ადანაშაულებს
კრემლი ირწმუნება, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა თავდასხმაზე გადავიდა და პირდაპირ პუტინის ლიკვიდაცია სცადა. წითელ მოედანზე დრონების ე.წ. ღამის თავდასხმის შესახებ ინფორმაციასაც და ვიდეომასალასაც რუსული წყარო ავრცელებს. უკრაინას კი იმის განმარტება უწევს, რომ მსგავსი ნაბიჯით მხოლოდ აგრესორს დაეხმარებოდა. კიევი მომხდართან ყველანაირ კავშირს გამორიცხავს. მორიგი პროვოკაცია, რომელსაც ოკუპანტი, სავარაუდოდ, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გასამართლებლად გამოიყენებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
