საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება. 6 და 7 მაისს ორბელიანის მოედანზე ესპანური და შვედური საღამოები მოეწყობა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში სტუმრებისთვის სხვადასხვა შემეცნებით - გასართობი ღონისძიება ჩატარდება. ღონისძიებები ორბელიანის მოედანზე 6 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.
