ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ისრაელში
საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს. ილია დარჩიაშვილი კოლეგას შეხვდა. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ილია დარჩიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრსაც შეხვდა. ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
