გერმანიის დელეგაციის ვიზიტი
გერმანიის ბუნდესტაგის, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტი საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს. დელეგაციის წევრები ამ წუთებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან, სადაც მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა იმართება. მანამდე კი გერმანელი დეპუტატები, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვედრები გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთან, და ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებთან.
