კრემლი უკრაინას პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს
ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ 3 მაისის ღამეს კიევმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადა კრემლში ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, თუმცა ისინი გაანეიტრალეს. ოფიციალური მოსკოვი კრემლზე თავდასხმის მცდელობას ტერორისტულ აქტად და ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობად აფასებს. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. ოფიციალურ კიევს, ჯერ მოსკოვის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსული მედია ავრცელებს კადრებსაც, სადაც ასახულია, მცირე კვამლი კრემლის თავზე.
