გაზსადენზე მომხდარი აფეთქება
იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენზე აფეთქება მოხდა, რუსული ხომალდები იმყოფებოდნენ. საუბარია, რუსული ფლოტის იმ გემებზე, რომელთაც წყალქვეშ მანევრირება შეუძლიათ. ეს ინფორმაცია, ახალი საგამოძიებო დოკუმენტური ფილმიდან გახდა ცნობილი. წყალქვეშა აფეთქებები ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე გასული წლის სექტემბერში მოხდა.
