ახალი სასათბურე მეურნელობა
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილაში ახალი სასათბურე მეურნეობა შეიქმნა. ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, ორი მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტია.
