თბილისის მერმა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა
თბილისის მერმა სამშენებლო სექტორს კიდევ ერთხელ მიმართა და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას და ამ პროცესში სამშენებლო კომპანიების ჩართვა მნიშვნელოვანია. ამ დროისთვის დაწყებულია ერთი კორპუსის მშენებლობა, კიდევ 40 პროექტი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი.
