პრემიერ-მინისტრი უნგრეთში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4-5 მაისს ჩატარდება. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრემიერი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც.
