საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტს განაგრძობს
ილია დარჩიაშვილი შეხვდა კოლეგას. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე. ილია დარჩიაშვილი ისრაელის ტურიზმის მინისტრსაც შეხვდა.
