სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დაიკითხა. ადვოკატის განცხადებით, მან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. პროკურორის თქმით კი შუბითიძეს არ ჰქონია შეხება გარდაცვლილის ტელეფონთან და მას არ ჩაუტარებია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რაც საბოლოო შედეგზე გავლენას მოახდენდა. სერგო შუბითიძის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ თბილისის პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
