საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება
ამ წუთებში შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან მიმდინარეობს, შემდეგ კი დელეგაციის წევრები ევროინტეგრაციისა და საგარეო კომიტეტების ხელძღვანელებს შეხვდებიან. პარლამენტის გარდა შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მესამე სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან. მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია.
