გონჩარენკოს ნათესავები სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება - ამ ბრალდებით ომში მყოფი ქვეყნის სამართლადამცველებმა უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დააპატიმრეს. როგორც ირკვევა, რეზონანსული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით გონჩარენკოს ნათესავმა და მისმა მეუღლემ, ოდესაში მდებარე დასასვენებელი ცენტრი და მიწის ნაკვეთი მიისაკუთრეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, უკრაინის ბიუჯეტს ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. თავად ალექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ მისი ნათესავების დაკავებით ხელისუფლება მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობს.
