საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხი ცალკეული საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფების მორიგ პროვოკაციას
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხი ცალკეული საინფორმაციო საშუალებებისა და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედი ჯგუფების მორიგ პროვოკაციას. საუბარია ამერიკის ევროპული სარდლობის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში თავდაცვის ძალების მონაწილეობაზე. ძალოვან უწყებაში აღნიშნავენ, რომ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აქტიური კომუნიკაციითა და მათი რეკომენდაციით გადაწყდა, მეტი ძალისხმევა და რესურსი მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებს პასუხს, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.
