ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნება
ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023“ აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიებები ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. ქუთაისს დამეგობრებული ქალაქების ოფიციალური დელეგაციებიც ესტუმრნენ. ღონისძიებები ქუტაისის ცენტრალურ მოედანზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე იმართება. ღია სივრცის გარდა დაგეგმილია აქტივობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში
