პალესტინელების პროტესტი
პალესტინური სამხედრო დაჯგუფების „ისლამური ჯიჰადის“ გავლენიანი მებრძოლის გარდაცვალებას, პალესტინელების მხრიდან გაფიცვა, პროტესტი და სარაკეტო იერიშები მოჰყვა. ხადერ ადნანი, ისრაელის ციხეში, 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. დაჯგუფება მის დაღუპვაში ისრაელის ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადნანის გარდაცვალების შემდეგ ღაზის სექტორის გარშემო ვითარება დაიძაბა. „ისლამურ ჯიჰადს“ შურისძიება სურს. ისრაელში აცხადებენ, რომ ადნანი სამედიცინო დახმარებასა და კვლევებზე უარს აცხადებდა.
