ალექსეი გონჩარენკოს ნათესავები სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს
ალექსეი გონჩარენკოს ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პარლამენტის დეპუტატის ახლო ნათესავი და მისი მეუღლე, რომელიც ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატის პოსტს იკავებს, დასასვენებელი ცენტრის და 280 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ წყვილს საკუთრების უფლების შესახებ დოკუმენტი ნოტარიუსის მეშვეობით ჰქონდათ გაყალბებული. საუბარია, ათობით მილიონი გრივნის ღირებულების ქონებაზე. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული უძრავი ქონება უკვე სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა. ალექსეი გონჩარენკო კი აცხადებს, რომ მისი ნათესავების დაკავებით მასზე ხელისუფლება პოლიტიკური ზეწოლას ცდილობს.
