უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება არ სურთ. ამ ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალებები გერმანულ სააგენტოზე დაყრდნობით წერენ. ალიანსის შიდა წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ნაკლებ სავარაუდოა, რომ უკრაინამ ვაშინგტონს აზრი შეაცვლევინოს, კიევის ნატოში გაწევრიანება, მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ომში მიღწეული წარმატების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
