თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრა
თბილისი ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას მასპინძლობს. ევროპის სტუდენტური გაერთიანება ევროკავშირის ახალგაზრდული ოფიციალური ორგანიზაციაა, რომელიც ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს ევროპარლამენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპულ კომისიასთან, იუნესკოსთან, ევროპის საბჭოსა და სხვა ორგანიზაციებთან. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია, საკრებულოში გაიმართა, სადაც სტუდენტებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრმა, დედაქალაქის მერმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ.
