თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის და ინვესტიციების მიმართულებით. თორნიკე რიჟვაძემ, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი.
