ილია დარჩიაშვილის ვიზიტი ისრაელში
საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილის ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ისრაელის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. იცხაკ ჰერცოგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის სახელმწიფოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
