ვინ ითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას
ბოლო პერიოდში გააქტიურებულ მოწოდებებს ბიძინა ივანიშვილის სანქირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, სანქციების დაწესებაზე პარტნიორების პასუხი კი, იმ არასწორი პოლიტიკის გამოძახილი უნდა იყოს, რომელსაც „ქართული ოცნება“, ქვეყნის დასავლურ კურსთან დაკავშირებით ეწევა. მმართველ გუნდში მოთხოვნას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მაშინ, როცა „კრედიტ სუისთან“ დავაში, ივანიშვილს საკუთარ ფინანსებზე ხელი ამ დრომდე არ მიუწვდება, ეს უკვე სანქციაა. შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით, ბოლო დროს პოლიტიკოსი ალექსეი გონჩარენკო და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა გამოვიდნენ.
