ვინ ებრძვის კანდიდატის სტატუსს
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, წერს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. ევროდეპუტატის ეს განცხადება მმართველი გუნდის შესაფსებით, იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას გადაჭარბებული მოლოდინი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, დაიწყოს მასობრივი აქციები და ხელსუფლებაში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
