პოლიტიკური განცხადებები ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით
პოლიტიკური განცხადებები ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიცია ხელისუფლების წარმომადგენლებს ახალგაზრდების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მარტის აქციებში ერთადერთი დამნაშავე, ხელისუფლებაა. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ძალადობის წახალისებაში სდებს ბრალს. მათი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გაცდეს.
