პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა გასული კვირის აქტუალური საკითხები შეაფასეს
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა გასული კვირის აქტუალური საკითხები შეაფასეს. მათ შორის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დელეგაციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტუმრობაზეც და აღინიშნა, რომ ამ ვიზიტების მიზანია, პარტნიორების ინფორმირება და მათი მხარდაჭერა, დეპუტატებმა ისაუბრეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზეც.
